ტრანსპორტი

                                                  ავტობუსი ( BUS) ნიუ-იორკში

ნიუ-იორკს აქვს განვითარებული საავტობუსო ქსელი,რომელსაც ყოველწლიურად გადაყავს 2 მილიონი
მგზავრი.ნიუ-იორკს საავტობუსო ქსელი მოიცავს 200-ზე მეტ (local) და 30 (express) მარშრუტებს,რომლებზეც მუშაობს 5900-ზე მეტი ავტობუსი.ყოველ მარშრუტს აკვს თავისი ნომერი და წინსართავი-რომელიც არის იმ რაიონის პირველი ასო რომელსაც ემსახურება. (B-ბრუკლინი;BX-ბრონქსი;M-მანჰეტენი;Q-ქუინსი;შ- სტაიტან აილანდი),ხოლო express მარშრუტები აღინიშნება X-ით.მგზავრობის საფასური 2,25$-ია (local) .


                                                  მეტრო (SUBWAY) ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის მეტროს შეადგენს 486 სადგური 26 ხაზზე,და არის ყველაზე გრძელი მსოგლიოში 1355 კმ.აღსანიშნავია ,რომ გზის 40% და სადგურების მესამედი მდებარეობს მიწის ზემოთ.სტაიტან აილანდის გარდა მეტრო გადის ნიუ-იორკის
დანარჩენ ყველა 4 რაიონში.ზოგიერთი ხაზის გარდა მეტრო მუშაობს 24 საათის განმავლობაში,და გადაყავს 4 მილიონ მგზავრამდე.მგზავრობის საფასური 2.25$.

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ: კვირიანი -( 27$);ორ კვირიანი -( 51,5$);თვიანი -( 89$);სამგზავრო ბილეთები,რომლის ათვლაც იწყება მხოლოდ პირველი გასვლის მომენტიდან(ავტობუსში ან მეტროში).თქვენ ასევე შეგიძლიათ უფასოდ მეტროდან ასვტობუსზე გადაჯდომა და პირიქით,ორი საათის განმავლობაში თქვენი Metro Card-ის პირველი ხმარების მომენტიდან.დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ მარშრუტზე როგორც ავტობუსის ისე მეტროსი შეგიძლიათ მოიპოვოთ ამ ინგლისურენოვან საიტზე mta.info აქვე გაიგებთ ზოგიერთ ხასზე მიმდინარე სარემონტო თუ სხვა სამუშაოების,ან კიდე სხვა შეფერხებების და ალტერნატიული მარშრუტების შესახებ.

                                                                      ტაქსი ნიუ-იორკში

მრიცხველის მინიმალური მაჩვენებელი 2,50$.თანხა პროპორციულად იზრდება მანძილის და გზაში გატარებულ დროის მიხედვით. გასათვალისჭინებელია,რომ პიკის საატებში ტაქსი უფრო ძვირი ღირს.ჩვეულებრივ დროს იმისათვის რომ გაიაროთ დაახლოებით 20 ბლოკი მოგიწევთ 4$-ის გადახდა.ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 16:00 დან 20:00 მდე დამატებით

1$-ია გადასახდელი,ხოლო საღამოს და ღამის საათებში 50 ცენტი.ტაქსების უმეტესობა მუშაობს 24 საატის განმავლობაში და იღებს როგორც ქეშს ასევე საკრედიტო ბარათებს.ჩვეულებრივ ტიპი შეადგენს 15-20% მგაზვრობის საფასურიდან.ხოლო ფასიან ხიდებზე და (Highway)-ზე გასვლისას იხდით დამატებით.

                                                             აეროპორტი ნიუ-იორკში

შიგ ნიუ-იორკში ორი აეროპორტია,რომელიც გამოიყენება მგზავრების გადასყვანათ და ორივე ქვინსის რაიონშია:

კენდის აეროპორტი (JFK) ოფიციალური ვებ-საიტი kennedyairport.com- ყველაზე დიდი აეროპორტია ნიუ-იორკში,ასრულებს ძირითადათ საერთაშორისო რეისებს,და განლაგებულია ქვინსის სამხრეთ ნაწილში.მუშაობს 24 საათის განმავლობაში და შედგება ცხრა სამგზავრო ტერმინალისგან,აეროპორტიდან ბრუკლინამდე მგზავრობა დაგიჯდებათ 35-45 $ ტაქსით,და 16-20$ ავტობუსით ან მინიავტობუსით.

აეროპორტი ლა გარდია (LGA) ოფიციალური ვებ-საიტი laguardiaairport.com - გამოიყენება მეთწილად შიდა რეისებისთვის,სახელწოდება ნიუ-იორკის მერის ფიორელო ლა გარდიის საპატივცემულოდ,განლაგებულია ქვინსის ჩრდილოეთ ნაწილში,ქალაქამდე შეგიძლიათ მეტროთი ან ავტობუსით იმგზავროთ,ან ტაქსით 25-40$.

ამათ გარდა ნიუ-იორკს ემსახურება ნიუ-იარკის აეროპორტი (EWR) ოფიციალური ვებ-საიტი newarkairport.com,თუმცა ის სხვა შტატშია (ნიუ-ჯერსი) მდინარე გუძონის დასავლეთ სანაპიროზე. ნიუ-იორკამდე მგზავრობის ყველაზე იაფი საშუალება: ისარგებლეთ აეროპორტის უფასო მომსახურეობით აეროექსპრესი (Air Train) რომელიც მიგიყვანთ რკინიგზის სადგურში ნიუ-ჯერსი ტრანზიტ,საიდანაც 14$-ად შეძლებთ ნიუ-იორკის ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე იმგზავროთ (NYC’s Penn Station).ავტობუსით ან მინიავტობუსით 16-20$;


                                                                  რკინიგზა ნიუ-იორკში 

აშშ-ში არსებობს როგორც კერძო ასევე სახემწიფო რკინიგზის კომპანიები,თუმცა "American Tracks" (Amtrak) სახელმწიფო რკინიგზის კომპანია ამ სფეროში მონოპილსტია.Amtrak-ის ყველა მატარებელს თავისი სახელი და ემბლემა აქვს.მიუხედავად იმისა,რომ მატარებლები ამერიკაში შესაშური სისწრაფით მოძრაობენ 2-3 საათით დაგვიანება მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა.Amtrak-ის რკინიგზის კომპანია ემსახურება ამერიკის 46 შტატს და ზოგიერთ კანადის მარშრუტს.ის არ ემსახურება ვაიომინგის და სამხრეთ დაკოტის შტატებს,რადგან ამ შტატებში სამგზავრო მატარებლები საერთოდ არ მოძრაობენ.ჰავაიზე და ალიასკაზე რკინიგზა იზოლირებულია და ამტრაკთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საერთოდ ამერიკაში რკინიგზა ნაკლებად პოპულარულია,რადგან ბილეთის ფასი ზოგ შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობის ფასებს არც ისე ძლიერ ჩამოუვარდება.მაგალითად:ნიუ-იორკიდან ვაშინგტონამდე (500
კმ.ნაკლები) ყველაზე იაფი ბილეთი 70$-მდე დაგიჯდებათ,ნიუ-იორკიდან
ჩიკაგომდე $120-150-მდე,ეს საერთო ვაგონსი კუპეში 1,5-2 ჯერ უფრო ძვირი ღირს.
ნიუ-იორკში ორი რკინიგზის სადგურია (Grand Central Terminal) და (Pennsylvania Station).
Grand Central Terminal - მისამართი: 1 East 42nd Street, New York, NY 10017 (212) 340-2583
Pennsylvania Station - მისამართი: 34 th Street - New York, 10001 (212) 630-6401
ამერიკაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზის ხაზია დაახლოებით 200,000კმ,მაშინ როცა რუსეთის და ჩინეთის 90,000კმ. ნაკლებია,საქართველოს რკინიგზის საერთო სიგრძე 2,344 კმ.
 

No comments:

Post a Comment